უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან

უსიამოვნო სუნი პირის ღრუში, იგივე ჰალითოზი, საკმაოდ გავრცელებულია როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში.

ამ პრობლემის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

- ცუდი ჰიგიენა და კარიესი - თუ ბავშვი არასწორად იხეხავს კბილებს ან არ იყენებს დენტალურ ფლოსს, საკვების ნაწილაკები რჩება კბილებს შორის და შედეგად ჩნდება ბაქტერიები, რაც იწვევს ნადების წარმოქნას, კარიესს და უსიამოვნო სუნს.

- პირის სიმშრალე და პირით სუნთქვა - თუ ბავშვი ძილის დროს ხშირად პირით სუნთქავს, პირის ღრუში ნერწყვის წარმოქმნას ხელი ეშლება - ნერწყვი კი მნიშვნელოვანია ბაქტერიების მოსაშორებლად.

- ინფექციები, დაავადებები და პირის ღრუს წყლული - ბავშვებში ზოგიერთმა დაავადებამ, განსაკუთრებით, ზედა სასუნთქი გზების ან ყელის ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო სუნი.

- მედიკამენტები - ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო სუნი, განსაკუთრებით, თუ წამალი იწვევს პირის სიმშრალეს.

დარწმუნდი, რომ შენს პატარას არ აწუხებს დეჰიდრატაცია და იღებს საკმარისი რაოდენობის წყალს. ასევე, შეეცადე მოარიდო შაქრიან და გაზიან სასმელებს.

დამატებითი კითხვებისათვის კი მოგვმართე ჩვენ და გაიარე კონსულტაცია ფროფესიონალ სტოატოლოგებთან.

დაჯავშნე ვიზიტი ონლაინ - www.kidsdental.ge/staff.html/l/geo
ან დაგვირეკე: (032) 2322227.
Edit row
Edit col

ვიზიტის დაჯავშნისთვის შეარჩიეთ კონკრეტული ექიმი ან დაგვიკავშირდით!